პროექტი


1. პროექტის სახელწოდება: მათემატიკა  ყოფა-ცხოვრებაში  "ბინის რემონტი"

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მათემატიკური გამოთვლების  ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოყენება.  ათემატიკაში ნასწავლი მასალის გამოყენება პრაქტიკულ საქმიანობაში. კერძოდ, დავეხმაროთ მშობლებს ოპტიმალური დანახარჯით აწარმოონ ბინის რემონტი.
აზომვითი სამუშაოების სწორად წარმართვა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

3. პროექტის აქტუალობა:აქტუალურია იმდენად, რამდენადაც აუცილებელია მოსწავლეებმა გაითავისონ, რომ მათემატიკა  არა ცალკე განყენებული რიცხვების ან ფორმულების უაზრო კორიანტელია, არამედ იგი მჭიდროდ  არის დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან.


4. პროექტის მიზნები: მათემატიკური ცოდნა ინტეგრირებულია რეალურ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებსა და სირთულეებთან. მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევა-ძიების უნარი, გაიუმჯობესებენ გამოთვლით ტექნიკის, ტექნიკური ნახაზების შედგენის, გაზომვების ჩატარების უნარებს, შეეძლებათ პასუხისმგებლობების გაზიარება ეფექტური მუშაობისას. უმაღლდებათ თანამშრომლობითი უნარებიგანუვითარდებათ დამოუკიდებელი მუშაობისა  და  კვლევა-ძიების უნარი.

5. მოსწავლეთა ასაკი: VI კლასი   (11-12 წელი).

6. ვადები/ხანგრძლივობა: 14 დღე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლე იძენს საყოფაცხოვრებო პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევებს.უკეთესად შეძლებს გაზომვებსა და ტექნიკური ნახაზების შედგენას. იუმჯობესებს  ელექტრონული ცხრილებისა და დიაგრამების გამოყენების უნარს. იმყარებს შეძენილ ცოდნას, უმაღლდება მოტივაცია. დაამზადებს ბროშურებს, რითაც   ოჯახის წევრებს გაუწევენ კომპეტენტურ კონსულტაციას ამ საკითხების ირგვლივ. 

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქაღალდი, კალმები, მარკერები, საზომი ლენტი (რულეტი),სახაზავი ხელსაწყოები,  ისტ-ის საშუალებები.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ხდება მოსწავლეთა  დაყოფა  ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს  გამოფილი აქვს  ბინა(ერთი ან რამდენიმე ოთახი). კედლებზე გასაკრავად შესაძენია შპალერი, რომელიც რულონებით იყიდება. მოსწავლეებმა უნდა გამოიანგარიშონ იმ რულონების რაოდენობა, რომელიც საკმარისი იქნება ოთახების კედლებისათვის. რულონის ფასის მიხედვით უნდა დაადგინონ შესაძენი შპალერის საერთო ღირებულება
ამის მისაღწევად მოსწავლეები ატარებენ შემდეგი სახის სამუშაოს:   ირჩევენ შესაფერის საზომ ერთეულს და  საზომ ხელსაწყოს; აწარმოებენ ყველა საჭირო  გაზომვებს; გაზომვის შედეგებს წარმოადგენენ  ცხრილების საშუალებებს; აგებენ ოთახების ნახაზებს; შემდეგ განიხილავენ და აწარმოებენ საჭირო გამოთვლებს; პოულობენ კედლების საერთო ფართობს; გამოაკლებენ მას კარ-ფანჯრების ფართობს და მიიღებენ შპალერით დასაფარი ზედაპირის ფართობს; ბოლოს მოიპოვებენ  ინფორმაციას სასურველი შპალერის რულონის ზომებისა და ფასების შესახებ ინტერნეტ-მაღაზიებში მოძიებით (ან სხვა ფორმით); გამოიანგარიშებენ საჭირო თანხას(ანალოგიურად შეიძლება  სხვა ტიპის გამოთვლების წარმოება: მაგალითად: იატაკის შესაღებად საღებავის ღირებულების გამოანგარიშება და . .).  


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ გეგმასთან კავშირი: მათემატიკის ნაწილების, კერძოდ ალგებრისგეომეტრიის და  სტატისტიკის ელემენტების ურთიერთკავშირი; ისტ; ეკონომიკის საწყისები.

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ცინარი ვარდუაშვილი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tsinari1@gmail.com

13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: icttsinari.blogspot.com

No comments:

Post a Comment

ტრენინგის რეფლექსია 2018 წლის 3 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე გავიარე ტრენინგი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგი. აღნიშნული ტრენ...