ტრენინგის რეფლექსია
2018 წლის 3 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე გავიარე ტრენინგი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგი. აღნიშნული ტრენინგკურსის მიზანი იყო სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. ისტ-ის გამოყენება უფრო ეფექტურს და საინტერესოს გახდის საგაკვეთილო პროცესს; სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას; ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება.ამ ტრენინგმა საშუალება მომცა გამეხსენებინა და გამეღრმავებინა ადრე მიღებული ცოდნა. კერძოდ, გავეცანი შემდეგ პროგრამებს: ტექსტური რედაქტორს Microsoft Word 2010; ელექტრონულ ცხრილებს Microsoft Excel 2010; საპრეზენტაციო პროგრამას Microsoft PowerPoint 2010. საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint 2010- ის დახმარებით შევძლებ, მოვამზადო საინტერესო საპრეზენტაციო რესურსი, რომელსაც ეფექტურად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. ვისწავლე თითოეულ საპრეზენტაციო სლაიდში ტექსტების, სურათების, ცხრილების, ფიგურების, სქემების, დიაგრამების და ანიმაციის ჩასმა.
ჩემთვის სიახლე იყო ბლოგის (მარტივი ვებ-საიტის) შექმნა. ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზე; ვისწავლე ბლოგზე ინფორმაციის, ვიდეო და აუდიო მასალების გამოქვეყნება.
ტრენერის დახმარებით შევქმენი სასწავლო პროექტის ძირითადი მონახაზი გეგმის მიხედვით და ავტვირთე ბლოგზე.
გავეცანი სასარგებლო ბმულებს, რომელთაც აუცილებლად გამოვიყენებ შემდგომში სასწავლო რესურსის შექმნისას.
ჩვენი ტრენერის, ქალბატონი დიანა მიქაძის უდიდესი ძალისხმევით მეცადინეობები მიმდინარეობდა სასიამოვნო და საქმიან გარემოში. მისმა პროფესიონალიზმმა და გულისხმიერებამ განაპირობა ის, რომ ტერნინგი იყო საინტერესო, მრავალფეროვანი და ნაყოფიერი. ვფიქრობ, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.